რეზონანსი
02.03.2017

 2010 წლიდან, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს 915 მოქალაქე დააკავეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2010 წელს დაკავებულ იქნა საქართველოს 77 მოქალაქე, 2011 წელს - 140, 2012 წელს - 108, 2013 წელს - 139, 2014 წელს - 142, 2015 წელს - 163, 2016 წელს - 134, ხოლო 2017 წლის იანვრიდან ამავე წლის 21 თებერვლამდე პერიოდში საქართველოს 12 მოქალაქე იქნა უკანონოდ დაკავებული.

გათავისუფების სანაცვლოდ უკანონოდ დაკავებულ პირთა მიერ გადახდილი თანხა (ე.წ. ჯარიმა), როგორც წესი, დაახლოებით 2 000 რუსულ რუბლს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×