რეზონანსი
02.03.2017

 უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, „რუსთავი 2"-ის საქმის განხილვა სავარაუდოდ უკვე დაიწყო.

დიდი პალატის შემადგენლობაში შემავალი მოსამართლეები უზენაესი სასამართლოს შენობაში უკვე საათზე მეტია იმყოფებიან, თუმცა საქმის განხილვის დაწყების კონკრეტული საათი უცნობია, რადგან დიდი პალატა საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე რაც იმას ნიშნავს, რომ განხილვას მხარეები არ დაესწრებიან.

პარალელურად სასამართლოს შენობასთან დილიდან მიმდინარეობს „რუსთავი 2"-ისა და თავისუფალი სიტყვის მხარდამჭერი აქცია, რომელსაც მოსახლეობასთან ერთად პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან.

დღესვე დიდმა პალატამ საქმეში მანაწილე მხარეების მიერ მოსამართლეთა აცილების შესახებ დაყენებული შუამდგომლობები უნდა განიხილოს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×