„რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა უზენაეს სასამართლოსთან განაცხადა, რომ ტელეკომპანია კანონიერ გადაწყვეტილებას ითხოვს. მისი თქმით, თუ არ იქნება „რუსთავი 2", იქნება მხოლოდ ივანიშვილის ტელევიზიები.
"ყველა კარი, რომელიც გაღებულია, ერთ დღეს შეიძლება ყრუდ დაიხშოს, დიახ ეს 9 ადამიანი, უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც ან ხელს მოაწერს კანონიერებას, სამართლიანობას, მასთან ერთად სიტყვის თავისუფლებას, საკუთრების უფლების დაცვას, ამ ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს, შეიტანს საკუთრ თავს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ოქროს ასოებით, ან მიიღებს უკანონო, უსამართლო, საკუთრების უფლების და სიტყვის თავისუფლების შემლახავ გადაწყვეტილებას. თუ 9 მოსამართლეს სურს შეასრულოს ბარების და ნიჩბების როლი, ეს იქნება მათი არჩევანი, მაგრამ მათი არჩევანი ძალიან მალე გახდება მათი განაჩენი,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გვარამიამ სიტყვით გამოსვლისას ქიბარ ხალვაშსაც მიმართა.
"ხელისუფლებამ საქართველოში ქიბარ ხალავში ჩამოათრია, მე მინდა ვუთხრა ყველა დროის იუდას, ქიბარ ხალვაშო, არცერთ შემთხვევაში შენ საქართველოს, თავისუფალ სიტყვას, მის ევროინტეგრაციულ გზას, ივანიშვილის მონავ, არავინ გაგაჩერებინებს,"- აღნიშნა გვარამიამ.