საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მიერ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით გუშინ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, რომ მისთვის ეს არის სამართლებრივი დავა საკუთრებასთან დაკავშირებული, რომლის პოლიტიკურ, საკმაოდ მძიმე სცენარში გადაყვანას ცდილობდა და ცდილობს "ნაციონალური მოძრაობა", სააკაშვილი და მისი გუნდი.
"სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ამ ტელევიზიაში მუშაობენ, ნაკლებად ფიქრობდა და ფიქრობს ტელევიზიის ის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც ხშირად ამ ჟურნალისტებსაც როგორც საკუთარი მოსახლეობის სამიზნე იარაღს ასე იყენებენ. მე ყველას არ ვგულისხმობ, და ვისაც ვგულისხმობ, ის თავად ამოიცნობს ამ ნათქვამში თავის თავს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, საჭიროა, რომ ტელევიზიის თანამშრომლებს, ჟურნალისტებს მიეცეთ ნორმალური და ღირსეული მუშაობის პირობები, ტელევიზიას ჰქონდეს დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება.