საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ „რუსთავი 2"-ის საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, მათი თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლობა პირველი დღეებიდანვე აკვირდება "რუსთავი 2" - ის სასამართლო პროცესს და მიღებულ გადაწყვეტილებას ყურადღებით შეისწავლიან.
"ჩვენ ყურადღებით შევისწავლით უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც მის შედეგებს. ამავდროულად, ვიცავთ დიდი ხნის წინ დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც სასამართლოს ცალკეულ გადაწყვეტილებებზე კომენტარს არ ვაკეთებთ.
უკვე წლებია, რაც ევროკავშირი მუშაობს საქართველოს ხელისუფლებასთან სასამართლო სისტემის რეფორმაზე, რომლის განხორციელებისას ძირითადი ყურადღება ეთმობა სასამართლო პროცედურების დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობასა და ხარისხს, რაც კანონის უზენაესობის დაცვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია."
განცხადებაში ნათქვამია, რომ მედიის თავისუფლებას ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება დემოკრატიის დაცვისა და განმტიცების საქმეში.