რეზონანსი
03.03.2017

 დღეს, გამართულ პრესკომფერენციაზე ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, კარვებში საპროტესტოდ სხედან პოლიტიკოსები, სიტყვის თავისუფლებასთან რომ გვქონდეს საქმე, საპროტესტოდ ისხდებოდნენ ჟურნალისტები.

"მედიასაშუალების პოლიტიკაში ჩართვა ყოველთვის გულისხმობს პოლიტიკურ დაპირისპირებას. ამ პოლიტიკურ დაპირისპირებაში მედია რაც უფრო გაჯიუტდება და მძაფრი გახდება, მით უფრო მეტად არის პოლიტიზირებული. დღეს არამგონია, რომ საერთოდ თავისუფალ სიტყვაზე არის საუბარი, ეს ღიმილის მომგვრელიც არის და გულდასაწყვეტიც. ის, რომ პოლიტიკოსები არიან "რუსთავი 2"-ით დაინტერესებული, ამას ვხედავთ მხარდამჭერებში - ძირითადად "ნაციონალური მოძრაობის" ამა თუ იმ ფრთაში. ის, რომ დვალზე და აქიმიძეზე დაიწყო საუბარი ნიშნავს, რომ საუბარია "რუსთავი 2"-ის დეპოლიტიზაციაზე,"-განაცხადა ექსპერტმა.

რამაზ საყვარელიძე ნიკა გვარამიას შეთავაზებასაც გამოეხმაურა, სადაც ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშს სთავაზობს, "რუსთავი 2" მის კოლექტივს მიჰყიდოს.

„ნიკა გვარამიას შეთავაზება პოლიტიკური შეთავაზებაა და არა მედიის თავისუფლებისთვის. ხალვაშს აქვს "ნაციონალურ მოძრაობასთან" ძველი ანგარიშები, ასეთ შეთავაზებას არ მიიღებს, აქ ეკონომიკაში არაა საქმე, სწორედ მის პოლიტიკურ დამოკიდებულებაშია."

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×