რეზონანსი
03.03.2017

 ფონდი „ღია საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ხუციშვილმა „რუსთავი 2"-ის გარშემო მომხდარი მოვლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე მოვლენები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ პროცესები მართულია.

"შემაშფოთებელია, რომ სასამართლოს ერთი დღე დასჭირდა გადაწყვეტილების მისაღებად. რუსთავი 2 ერთადერთი არ არის, რომელიც გარკვეული ზეწოლის და რთული პროცესების შუაგულში იმყოფება. მსგავსი პროცესები დაიწყო საზოგადოებრივ მაუწყებელშიც. მიმდინარე მოვლენები გვაძლევს საშუალებას იმის თქმის საშუალებას, რომ პროცესები მართულია. ავტოკრატიული რეჟიმისკენ მიდრეკილებას უკვე ვხედავ," - განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო მზად არის დააფინანსოს რუსთავი 2-ის იურისტების სტრასბურგში გამგზავრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×