რეზონანსი
03.03.2017

 სენაკში შუახნის მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა მეგობარი ქალის 18 წლის შვილმა მიაყენა.

ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.მომხდართან დაკავშირებით, სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.

„მოამბის" ინფორმაციით, ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×