რეზონანსი
03.03.2017

 საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე „რუსთავი 2"-ის შესახებ განაცხადა და მოუწოდა საკონტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის „ადამიანის უფლებათა ეროვნულ სასამართლოს" არ გადადგან მყისიერი ნაბიჯები.

„მინდა ნათლად ვუთხრა საზოგადოებას, რომ „რუსთავი 2" არ არის უბრალოდ ბიზნესი, ისევე, როგორც ნებისმიერი მედია. ის წარმოადგენს ჩვენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს. ის არის კრიტიკული და განსხვავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. კრიტიკული აზრის დაფიქსირება კი დემოკრატიული სახელმწიფოსა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანია,"-განაცხადა პრეზიდენტმა

პრეზიდენტის თქმით, 2 წლის განმავლობაში სხვადასხვა შეხვედრების დროს საერთაშორისო პარტნიორებთან „რუსთავი 2"-ის თემა წინ წამოწეული იყო და აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა „რუსთავი 2"-ის საკითხს აღიქვამს პოლიტიკურ პროცესად, რომელიც გავლენას ახდენს საქართველოში მედიის თავისუფლებაზე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×