რეზონანსი
03.03.2017

 დღეს მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტი მთავრობის ნდობის გამოცხადების პროცესში იმდაგვარად მონაწილეობს, რომ ის პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის იმ კანდიდატურას წარუდგენს, რომელზეც არჩევანს არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური სუბიექტი გააკეთებს.

უმრავლესობის მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელიც ჯერ მხოლოდ სამუშაო ვარიანტს წარმოადგენს, პრეზიდენტი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცესში არანაირი ფორმით ჩართული არ იქნება.

"ქართული ოცნება" მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით შემდეგი ინიციატივით გამოდის და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას შემდეგ ცვლილებებს სთავაზობს: ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას საქართველოს პარლამენტის წინაშე და განაგრძობს მოვალეობის შესრულებას პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებამდე."

მთავრობის დამტკიცებიდან სამი დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 3 დღის ვადაში - მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×