რეზონანსი
03.03.2017

 სამაუწყებლო კომპანიის იურისტმა, თამთა მურადაშვილმა განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ მოთხოვნა გააგზავნეს.

„ეს არის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ მოთხოვნა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვთხოვთ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომ შეაჩეროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება იმ მომენტამდე, სანამ არ იქნება არსებითად განხილული ჩვენი სარჩელი," - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველო არის ვალდებული, რომ შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების აღსრულება.

იურისტის განცხადებით, ღონისძიების შინაარსიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლო უახლოეს დღეებში მიაწვდის პასუხს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×