რეზონანსი
03.03.2017

 გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფ NATO-ს სამხედრო კომიტეტს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა NATO-საქართველოს ურთიერთობებზე, სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაზე, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე და იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც გადაიდგმება შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, ასევე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

NATO- სამხედრო კომიტეტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისათვის

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×