"რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით გუშინ პრეზიდენტმა სპეციალური პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც მხარეებს ურჩია, საკოსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდნონ და მყისიერი ნაბიჯები არ გადადგან.
"ყველა მხარეს მოვუწოდებ, საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათაფსასამართლოს გადაწყვეტილებებს დაველოდოთ, მოვუსმინოთ და არ გადავგდათ მყისიერი ნაბიჯები", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
უნდა გაითვალისწინონ თუ არა მხარეებმა პრეზიდენტის რჩევა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრეს მიმართა.
ნუცა ჯანელიძე (ხელოვნებათმცოდნე): "ვფიქრობ, ახალი მმართველობა უნდა შევიდეს და თუ საკონსტიტუციო სასამართლო უარყოფს გადაწყვეტილებას, მაშინ უკან გამობრძანდეს".
გივი სიხარულიძე (მსახიობი): "თუ ხალვაში მართალია და ეს ტელევიზია მართლა ეკუთვნის, მაშინ სასამართლო გადაწყვეტილებაც სწორია და რა თქმა უნდა, ახალი მმართველობა უნდა შევიდეს. თუ არ არის მართალი, ზედა ინსტანციების გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ".
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "იქნებ პრეზიდენტს ახლა მაინც დაუჯერონ. საპრეზიდენტო ინსტიტუტი თუ არ უნდოდათ, მაშინ საერთოდ გაეუქმებინათ. საქართველოს პრეზიდენტია, მოსწონთ თუ არ მოსწონთ, და მისი აზრი უნდა გაითვალისწინონ".
ირმა სოხაძე (მომღერალი): "უნდა გაითვლისწინონ. რაც უფრო ნაკლები კონფლიქტი იქნება და ამ საკითხის გადაწყვეტას მწვავე კუთხე ექნება, მით უკეთესი ყველასთვის."
გია ბურჯანაძე (მსახიობი): "ყველა იმას უნდა დაემორჩილოს, რასაც კანონი ითხოვს. თუ პრეზიდენტის რჩევა შეესაბამება კანონს, მაშინ უნდა გაითვალისწინონ მისი თხოვნა."
პაატა შამუგია (პოეტი): "პრეზიდენტს ვეთანხმები. მისი რჩევა უნდა გაითვალისწინონ."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე