რეზონანსი
04.03.2017

 იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, 8 მარტამდე სტრასბურგის სასამართლო გაფართოებული შემადგენლობით იმსჯელებს, შენარჩუნდეს თუ არა გუშინდელი გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, პროცედურის დაცვით, საქართველოს ხელისუფლება მიჰყვება ამ საქმეს ისე, როგორც აქამდე უწარმოებია საქმეები სტრასბურგის სასამართლოში.

"რა იქნება მერე?! ისმის ეს კითხვა. მერე იქნება ის, რომ 8 მარტამდე სასამართლო უნდა შეიკრიბოს და ალბათ არა უკვე ერთპიროვნულად, ერთი მოსამართლის მონაწილეობით, არამედ კოლეგიური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული იმასთან დაკავშირებით, გაფართოვდეს თუ არა სასამართლოს პრაქტიკა ამ ფორმით, გამოხატვის თავისუფლების საქმეებზე, გაგრძელდეს თუ არა დროებითი ღონისძიება და შენარჩუნდეს თუ არა ეს გადაწყვეტილება. ეს არის ის, რაც დღეს მშრალად, ფაქტების მხრივ შეგვიძლია გითხრათ. პროცედურის დაცვით ჩვენ რა თქმა უნდა მივყვებით ამ საქმეს ისე, როგორც გვიწარმოებია ნებისმიერი სხვა საქმე სტრასბურგის სასამართლოში", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×