"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ვანო მერაბიშვილის ინტერესების დამცველის ოთარ კახიძის განცხადებით, 8 მარტს ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში გაიმართება
მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგში მტკიცებულებათა წარდგენის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სასამართლოს მისწერა, რომ ოთარ კახიძე პარლამენტის წევრი გახდა და ადვოკატი აღარ არის.
"თეა წულუკიანმა სასამართლოს მიწერა ოთარ კახიძე პარლამენტის წევრი გახდა, ადვოკატი აღარ არის და ყველა მტკიცებულება, რომელიც წარმოგიდგინათ, დაუშვებლად სცანითო. ადვოკატთა ასოციაციის წევრობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ დაიცვა ადამიანის უფლება და წარმოადგინო განმცხადებელი სტრასბურგის სასამართლოში. ეს იციან კვალიფიციურმა იურისტებმა, მაგრამ არ იცოდა თეა წულუკიანმა. სასამართლოს პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა, ჩემი გაგზავნილი მტკიცებულებები დაშვებულია და მე კვლავ წარმოვადგენ ვანო მერაბიშვილის ინტერესებს", - აცხადებს კახიძე.