რეზონანსი
04.03.2017

 ევროპარლამენტმა ამერიკის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის პოტენციური გაუქმებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების კომიტეტმა კენჭი უყარა ამერიკის მოქალაქეებისათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმებას.

ევროკომისიამ ორი თვის განმავლობაში უნდა მიიღოს საჭირო სამართლებრივი ზომები, რაც გააუქმებს ევროკავშირსა და აშშ-ს შორის შეთანხმებას.

„ევროკავშირის კომისია სამართლებრივად ვალდებულია მიიღოს ზომები, რომლებიც დროებით დაადგენენ სავიზო მოთხოვნებს აშშ-ის მოქალაქეებისათვის იმის გათვალისწინებით, რომ ვაშინგტონი ევროკავშირის 5 ქვეყანას უვიზო მიმოსვლის საშუალებას არ აძლევს", - ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×