რეზონანსი
04.03.2017

 ამერიკის ყოფილმა ელჩმა რუსეთში და ობამას ადმინისტრაციის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრმა მაიკლ მაკფოლმა პარასკევს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრა. ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველო-რუსეთის ომის თემასაც შეეხო. მისი თქმით, რუსეთი ომს დიდი ხნის მანძილზე გეგმავდა და საქართველოს მთავრობა რუსეთის მახეში გაება.

„რა თქმა უნდა, ადგილი ჰქონდა სააკაშვილის და მისი მთავრობის მოტყუებისთვის მზადებას 2008 წლამდე დიდი ხნით ადრე და ხდებოდა მზადება რუსეთის მიერ სწორედ 2008 წლის ომისთვის", - აღნიშნა მაიკლ მაკფოლიმ

მისივე განცხადებით, ეს არ მოხდებოდა თუ პრეზიდენტი სააკაშვილი სამხედრო ქმედებას არ განახორციელებდა, ეს მისი გამოჭერის მცდელობა იყო. „მე ვიცი, რომ ბუშის ადმინისტრაცია მასთან მუშაობდა ამის თავიდან ასაცილებლად. თუ ეს არ მოხდებოდა, რაც მოხდა იმას არ ვიხილავდით. მათ ამ ტერიტორიის ანექსია ჯერ არ მოუხდენიათ, თუმცა შეიძლება მომავალში მოახდინონ"

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×