რეზონანსი
04.03.2017

 მთავრობის კანცელარიასთან ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები, რომლებიც ტანსაცმლით, ფეხსაცმელებით და ავეჯით ვაჭრობდნენ, საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ხელისუფლებისგან მოითხოვენ ზარალის ანაზღაურებას და კომპენსაციას.

მოვაჭრეების თქმით, ერთ-ერთი მოვაჭრე ნერვიულობის შედეგად რამდენიმე დღის წინ გულის შეტევით გარდაიცვალა.

მოვაჭრეები ხელისუფლებას მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის ვადას ორშაბათს, 12 საათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობას მთავრობის კანცელარიასთან განაგრძობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×