რეზონანსი
04.03.2017

 ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 5 მარტიდან ნაბაკევი-ხურჩისა და ოტობაია-ორსანტიის ე.წ. გადასასვლელები დაიკეტება. „მოამბის" ინფორმაციით, ამის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა უკვე ღიად საუბრობს. მოქალაქეები ამბობენ, რომ მოძრაობის გადასაკეტად მზად არის რკინა-ბეტონის კონსტრუქციები და რკინის ბადეები. მათი თქმით, ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვის შემთხვევაში, ისინი გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ვინაიდან მოუწევთ ისარგებლონ ენგურის ცენტრალური ხიდით ან ფახულანი-საბერიოს გადასასვლელით.

ნაბაკევი-ხურჩისა და ოტობაია-ორსანტიის ე.წ. გადასასვლელების მოსალოდნელი გადაკეტვის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწოდა. აღნიშნული საკითხი გალის მოლაპარაკებების ფარგლებშიც განიხილეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×