რეზონანსი
04.03.2017

 პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ „რუსთავი2"-ის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის მიესალმება პროცესის საერთაშორისო ჭრილში განხილვას.

"მივესალმები მთლიანად იმ პროცესს, რაც გულისხმობს, რომ „რუსთავი2"-ს და მის მფლობელებს მოეხდინათ ყველა ინსტანციაზე საკუთარი პოზიციების დაცვა ისევე, როგორც ქიბარ ხალვაშს ჰქონდა საშუალება, რომ საკუთარი პოზიციები წარმოეჩინა ყველა ინსტანციაზე. კიდევ უფრო მივესალმები, თუ ეს პროცესი გადავა საერთაშორისო ჭრილში, რამდენადაც საერთაშორისო საზოგადოებაში გაქარწყლდეს ყველა ის ბრალდება, რაც უკავშირდება, ვითომდა მედიის თავისუფლების შეზღუდვას," - განაცხადა სესიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×