კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება პიროვნულად არავის მიმართ არ არის მიმართული, მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილმაც, საკონსტიტუციო კომისიის წევრებმაც, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და მთელმა მოსახლეობამ იცის, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი, როგორიც არ უნდა იყოს ის, არ ეხება საპრეზიდენტო ვადას, რომელიც ახლა მიმდინარეობს და რომელიც 2018 წლის ოქტომბერში დასრულდება.
„ის, რომ საკონსტიტუციო კომისიის სხდომები მიმდინარეობს ძალიან კვალიფიციურად, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, მაგრამ უნდა დავადგინო ერთი რამ - რამდენ მეტრში შეიძლება დაიკარგოს სიმართლე. კომისიის წევრები გამოდიან 8 მეტრში და სხვადასხვა ინფორმაციას ამბობენ, იმისგან განსხვავებულს, რასაც კომისიის სხდომაზე საუბრობენ.
მე პირადად მომხრე ვიყავი, რომ არაპირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევა 2018 წელსვე მოხდეს", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.