ლევან ბეჟაშვილის თქმით, პარლამენტის თავჯდომარე საპრეზიდენტო ინსტიტუტთან მიმართებაში, ასეთ განცხადებას არ უდა აკეთებდეს. მისი განმარტებით, ეს არ იყო პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება - ეს იყო გაბრაზებული, განაწყენებული ბავშვის განცხადება, რომელსაც არ მოეწონა სხვა თანამდებობის პირის განცხადება,
„თუ უფრო სერიოზულად შევხედავთ, საქმე კიდევ უფრო რთულად არის, რადგან ეს განცხადება შეიცავს მუქარას და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ აზრს, რომ „ქართულ ოცნებას" კონსტიტუციასთან მიმართებაში აქვს ისეთი დამოკიდებულება, როდესაც თავიანთი ნება სურვილის, პოლიტიკური სიმპატიების მიხედვით აპირებენ ცვლილებების განხორციელებას - ამა თუ იმ ინსტიტუტის რეგულაციების შემოღებას. სავალალო ვითარებაა, პარლამენტის თავმჯდომარე ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს, მითუმეტეს, კონსტიტუციასთან, საპრეზიდენტო ინსტიტუტთან მიმართებაში. ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა ვუყურებდეთ კონსტიტუციურ და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების განვითარებას და ერთი რომელიმე კონკრეტული ქმედების ან განცხადების გამო არ უნდა ვცვლიდეთ ჩვენს დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკონსტიტუციო ინსტიტუტის, საკონსტიტუციო რეგულირებებისადმი", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.