რეზონანსი
04.03.2017

 საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ქალთა ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ წითელი ინტელიგენციის შედარებით ახალგაზრდა თაობის ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ "რუსთავი 2 "-ის საქმე უკვე წასულია და დაკავდნენ მასზე და "ნაციონალურ მოძრაობაზე" თავდასხმით,

უნდა ვთქვა ახლა, გალაკტიონის და ვაჟას სამშობლოში ლაშა ბუღაძემ გადაწყვიტა რომ პოეტია, ყველას შეუძლია იყოს, მაგის ნაწერი მე მაინცდამაინც არაფერი მახსოვს, არადა პოეზია ძალიან მიყვარს, მაგრამ მახსოვს, რომ გადამწყვეტ მომენტებში ყოველთვის გვერდზე უგანებს ჩვენს ქვეყანას. მე ვამბობ, რომ ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. როდესაც საუბარია, რომ გადამწყვეტ მომენტებში ერთად უნდა დავდგეთ, ყველაფრის გადმობრალება იმ ხალხისთვის, რომლებმაც შექმნეს ქართული სახელმწიფო, შენ როცა არაფერი შეგიქმნია, არის ამორალურობა, არაწორი და უზნეო საქციელი. არც გამიკვირდა, თამარ მეფის გმობით დაიწყო კარიერა და ჩემსას რომ გმობდეს რა გასაკვირია? უბრალოდ, პრობლემა ის არის, რომ ამ ხალხმა ბოლომდე ვერ გაითავისა, რა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ჩვენ შევქმენით ქართული სახელმწიფო, რომელსაც შენატრის ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფო და აღმოსავლეთ ევროპა. ყველა რეიტინგით საქართველო საერთოდ სხვა ლიგაში თამაშობს", - განაცხადა სააკაშვილმა და საქართველოს წარმატებულ რეიტინგებზე ისაუბრა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ არის აღძრული, ქუთაისის აეროპორტს ეხება და სინამდვილეში, ეს აეროპორტი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ქუთაისი-ლონდონის, ქუთაისი-მილანის რეისები სრულდება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×