რეზონანსი
05.03.2017

 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას მრევლს მართლმადიდებლობის ზეიმი მიულოცა და აღნიშნა, რომ დღესასწაულთან ერთად ეკლესიას არ აკლია მწუხარება.

"წმინდა მეფემ, დავით წინასწარმეტყველმა ასე თქვა: მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა. წარმოიდგინეთ, დავით მეფე ამბობს: მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა. ეს მან თქვა იმიტომ, რომ მრავალი განსაცდელი შეხვდა. ერთ-ერთი უმძიმესი განსაცდელი იყო ის, რომ მას საკუთარმა შვილმა უღალატა. მაგრამ მწუხარება სიხარულად გარდაიქცევა. მწუხარება სიხარულით შეიცვლება და ჩვენ უფალს შევთხოვთ, რომ მწუხარება სიხარულით შეცვალოს", - ბრძანა პატრიაერქმა.

ილია მეორემ დღეს ვრცლად იქადაგა მართლმადიდებლობის ზეიმის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე საყურადღებოა იმითაც, რომ მსოფლიოს საპატრიარქომ ამ დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია სცნო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×