რეზონანსი
05.03.2017

 განათლების სამინისტრო საექსკურსიო ობიექტების კატალოგის შექმნაზე მუშაობს.როგორც განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, კატალოგის მიხედვით, სკოლებს საშუალება ექნებათ დაუკავშირდნენ სხვადასხვა ორგნიზაციებს და იქ ექსკურსია-გაკვეთილი დაგეგმონ.

„ჩვენი მიზანია ექსკურსია შინაარსით, რომელიც მხოლოდ სანთლის ანთებით და ბარკლის გაჯიჯგვნით არ შემოიფარგლება. ეს გულისხმობს გაკვეთილსაც და გართობასაც. ჩვენ ვმუშაობთ ექსკურსიების პროგრამაზე. თავისუფალი გაკვეთილების ინიციატივის ნაწილი გახდება ექსკურსები, იქნება ეს მუზეუმში თუ სხვა ორგანიზაციებში. ვაპირებთ, რომ ხელი შევუწყოთ პედაგოგებს და გადავიხდით ფულს კონკრეტულად მასწავლებლის აქტივობაში და არა „ბარკლების" ნაწილში. ასევე გვექნება მასპინძელი ორგანიზაციების კატალოგი, რომელსაც წინასწარ მომზადებული გარემო ექნება ბავშვებისთვის. წელს უკვე 100 ორგანიზაცია იქნება ამ კატალოგში. სკოლების წარმომადგენლებს შეეძლებათ დაურეკონ, რომ კლასი მომყავს და ისინი ყველანაირად ხელს შეუწყობენ,"- განაცხადა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×