რუსეთში მიიჩნევენ, რომ საქართველოში მიგრანტების განთავსების იდეა, საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხის გათვალისწინებით, რუსეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ფრანც კლინცევიჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნები ეცდებიან, შეძლებისდაგვარად, სწრაფვას იქითკენ, რომ ჩამოიხსნან სამიგრაციო კრიზისის ტვირთი და ის სხვას გადააბარონ.
მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ საქართველომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი მიიღო, „უფასო ყველი კი, როგორც ცნობილია, მხოლოდ სათაგურშია". „საქართველოსთან დიდი ხნის ისტორიული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ამ ქვეყანაში არსებული ვითარება, შეუძლებელია, არ გვაღელვებდეს. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის წინადადება პირდაპირ ეხება რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას, რომელსაც საქართველოსთან საერთო საზღვარი გააჩნია, უპირველესად მუქარების ასპექტში, რაც საერთაშორისო ტერორიზმს უკავშირდება. ჩვენ გვახსოვს ის დრო, როდესაც საქართველოს პანკისის ხეობაში მზადდებოდნენ ტერორისტები, რომლებიც შემდეგ ჩვენთან კავკასიაში იარაღდებოდნენ", - აცხადებს ფედერაციის საბჭოს წევრი.