რეზონანსი
05.03.2017

 შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან „ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაციის წევრები „რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერი აქციის გამართვას გეგმავდნენ.

სამართალდამცველებმა მათ შეკრების საშუალება არ მისცეს. „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, პოლიცია ოპოზიციის წარმომადგენლებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდა.

„ის ნამდვილად ვერ გადარგავს „რუსთავი 2"-ს, ვერ გადარგავს ქართულ სახელმწიფოს მის დამკვეთთან კრემლში და ჩვენ ამის წინააღმდეგ ვიბრძოლებთ ყველა სამართლებრივ მეთოდის გამოყენებით," - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს წევრმა ბესო ქათამაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×