ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო სხდომის გამართვას ელოდება. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატი არ გამორიცხავს, უზენაესის გადაწყვეტილების შემდეგ, რომლითაც რუსთავი ორის 40 % კომპანია პანორამას გადაეცა, სასამართლოს ყადაღის გამოყენების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართონ.
"ჩვენ ვგეგმავთ, რომ მივმართოთ სასამართლოს იმ შემთხვევაში, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. დაველოდებით, ჩამოვაყალიბებთ სტრატეგიას, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერჯერობით, თუ ასე დარჩა, როგორც სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, თუ ასეთი შედეგი იქნა მიღებული ბოლომდე, ჯერჯერობით შეიძლება არ შევიტანოთ, მაგრამ თუ შეიცვალა მდგომარეობა, შესაძლოა გადავწყვიტოთ სარჩელის შეტანა," - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა გიორგი ზედელაშვილმა.
განცხადებას ქიბერ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ სასამართლოში ყველაფერს გაეცემა პასუხი.
ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სარჩელი 4 თვის წინ შეიტანა, საქმე წარმოებაში მიღებულია, თუმცა სხდომა ამ დრომდე არ დანიშნულა. რაც შეეხება ყადაღას, მის გამოყენებაზე პირველადი მიმართვის დროს, მოსარჩელეს უარი ეთქვა.