რეზონანსი
06.03.2017

 არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროსასამართლოს „რუსთავი 2-ის" საქმესთან დაკავშირებით მიმართეს და აღსრულების შეჩერების პროცესის გაგრძელება სთხოვეს.განცხადება სტრასბურგში უკვე გადაგზავნილია.

ორგანიზაციებს მიაჩნიათ, ეროვნულ დონეზე საქმის განხილვის პროცესში არსებული საეჭვო გარემოებების გამო, რაც საქმის შედეგით ხელისუფლების დაინტერესებაზე მიანიშნებდა, მნიშვნელოვანია ტელეკომპანიის საჩივარი ადამიანის უფლებათა სასამართლომ განიხილოს და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დროებითი შეჩერების მექანიზმი გამოიყენოს.

მიმართვას ხელს აწერენ: "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ეთიკის ქარტია, ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო", რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები.

2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. 3 მარტს, „რუსთავი 2"-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 3 მარტს შეხვდა და ერთობლივი განცხადების შემუშავება შესთავაზა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×