რეზონანსი
06.03.2017

 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს" ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი, დავით მაჭარაშვილი დააკავა.

ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში არის მიცემული.

გამოძიებით დადგინდა, რომ დავით მაჭარაშვილმა, ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების იმპორტის რაოდენობის დადგენის პროცესში, აღნიშნულ ორ კომპანიას უპირატესობა უსაფუძვლოდ მიანიჭა, შედეგადა მიმოქცევაში საჭიროებაზე მეტი ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტები მოხვდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×