რეზონანსი
06.03.2017

 ტრამპის სატელეფონო ზარების მოსმენის შესახებ ინფორმაციას, კონგრესის დაზვერვის კომიტეტი გადაამოწმებს. უცხოური მედიის ინფორმაციით, კომიტეტს ამ მოთხოვნით თეთრმა სახლმა მიმართა.

„The new york times"-ის ცნობით, გამოძიების ფედერალური ბიურო იუსტიციის დეპარტამენტს ამ ბრალდების საჯაროდ უარყოფას სთხოვს. ჯეიმს კომის განცხადებით, დონალდ ტრამპის მიერ ობამას მისამართით გაცხადებული ბრალდება უსაფუძვლოა და აღნიშნულ ფაქტზე მტკიცებულებები არ არსებობს.

იუსტიციის დეპარტამენტს ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის ამ განცხადებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

პრეზიდენტის მხრიდან მისი წინამორბედის მისამართით ბრალდებებს, შეერთებული შტატების ნაციონალური უსაფრთხოების ყოფილი დირექტორიც გამოეხმაურა. ჯეიმს კეპლერის თქმით, საარჩევნო კამპანიისას, დონალდ ტრამპისა და მისი შტაბის წარმომადგენლების სატელეფონო ზარებს არავინ უსმენდა.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მაიკლ მაქეისმაც გააკეთა. მისი თქმით, შესაძლოა „Trump Tower"-ში ტრამპის სატელეფონო ზარებს მართლაც უსმენდნენ, თუმცა, ფარული მოსმენის საბაბი შესაძლოა „Trump Tower"-ში რუსეთის აგენტის სავარაუდო ყოფნა ყოფილიყო.

როგორც კონგრესის ქვედა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, დევინ ნუნესმა განაცხადა,„კომიტეტი შეამოწმებს: ჩაატარა თუ არა მთავრობამ დაკვირვება პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებზე. ჩვენ გავაგრძელებთ გამოძიებას იმ შემთხვევაში, თუ იქნება მტკიცებულებები".

დონალდ ტრამპმა ბარაქ ობამას მისამართით ბრალდების შესახებ განცხადება სოციალური ქსელით 2 დღის წინ გაავრცელა.

„საშინელებაა, ახლა გავიგე, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებამდე ცოტა ხნით ადრე, ობამამ ჩემი სატელეფონო საუბრების მოსმენაზე ბრძანება გასცა, თუმცა ვერაფერს მიაგნო, ეს მაკარტიზმია", - წერს დონალდ ტრამპი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×