რეზონანსი
06.03.2017

 საფრანგეთის პრეზიდენტობის „რესპუბლიკელი" კანდიდატი და ყოფილი პრემიერმინისტრი ფრანსუა ფიიონი აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას არ აპირებს და ამ გადაწყვეტილებას ვერავინ შეაცვლევინებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „France 2"-ის ეთერში განაცხადა.

ფიიონის თქმით, მისი კამპანია ხარვეზების მიუხედავად, გრძელდება და კანდიდატურის მოხსნას ვერავინ აიძულებს. მან ასევე აღნიშნა, რომ არჩევნებამდე 50 დღით ადრე ახალი კანდიდატის დაყენება „რესპუბლიკელებისთვის" მარცხის ტოლფასია.

ფიიონის მხარდასაჭერად დღეს პარიზში, ტროკადეროს მოედანზე, ხალხმრავალი მიტინგი გაიმართა.

5 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფიიონის თანაპარტიელები მისი კანდიდატურის შეცვლაზე დაფიქრდნენ და ახალ კანდიდატად ყოფილ პრემიერმინისტრს, ალან ჟუპეს განიხილავდნენ.

საფრანგეთის პროკურატურამ ფრანსუა ფიიონის ოჯახის ფინანსური მაქინაციების შესახებ გამოძიება 25 თებერვალს დაიწყო. საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ოჯახის წევრებს ბრალად საბიუჯეტო სახსრების მითვისება, საზოგადოებრივი ქონებისა და გავლენის არამიზნობრივი გამოყენება ედებათ. პრეზიდენტობის კანდიდატი ბრალს არ აღიარებს.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×