რეზონანსი
06.03.2017

 თურქეთის პრეზიდენტმა გერმანიის ხელისუფლება ნაცისტებს შეადარა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მერკელის მთავრობა დღეს ისე იქცევა, როგორც თავის დროზე ნაცისტები იქცეოდნენ. „Reuters"-ის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ეს განცხადება სტამბოლში, მმართველი პარტიის მხარდამჭერ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„გერმანიას დემოკრატიასთან კავშირი არ აქვს, მან უნდა იცოდეს, რომ მისი ამჟამინდელი ქმედებები არაფრით განსხვავდება ნაცისტური პერიოდის რეჟიმისგან", - განაცხადა ერდოღანმა.

„Reuters"-ის ცნობით, სავარაუდოდ ერდოღანის მწვავე კრიტიკის საფუძველი ის გახდა, რომ გერმანიის ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით რამდენიმე შეხვედრა გააუქმა, რომელიც თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და გერმანიაში მცხოვრებ თურქებს შორის უნდა გამართულიყო.

უცხოური მედია წერს,რომ გერმანია თურქეთს მასობრივი დაპატიმრებების გამო ხშირად აკრიტიკებს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით გერმანელი ჟურნალისტის დაკავების შემდეგ გამწვავდა. მას თურქული მხარე ჯაშუშობაში ადანაშაულებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×