მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეაფასეს.
ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი ფიქრობს, რომ პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა მნიშვნელოვანია. მისი აზრით, მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა საინტერესო ინიციატივაა, თუმცა, ამ პროცესში სახალხო დამცველთან თანამშრომლობა აუცილებელია.
„როდესაც ქვეყანაში არსებობს გარკვეული ტიპის პრობლემა, ყველაზე უფრო სწორი, ადეკვატური არის ის, რომ პრობლემის შესახებ უნდა ვილაპარაკოთ პირდაპირ, ვთქვათ სიმართლე. საინტერესო იდეაა მედიაომბუდსმენი, კიდევ უფრო საინტერესო იქნება, თუ მისი განხილვა იქნება თანამშრომლობით კონტექსტში ჩვენს დღევანდელ ომბუდსმენთან", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.