რეზონანსი
06.03.2017

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება. საგარეო უწყების ხელმძღვანელს ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ევროსაბჭოში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აქვს დაგეგმილი.

მიხეილ ჯანელიძემ სტრასბურგის სასამართლოს შენობა უკვე დატოვა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სასამართლოში შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.

„ვისაუბრეთ იმ სტატისტიკაზე, რომელიც დადებითია და საქართველოდან გაგზავნილი განცხადებები მცირდება. ეს მიანიშნებს იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით" , - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრმა არ დააკონკრეტა, ისაუბრა თუ არა სასამართლოში „რუსთავი 2"-ის საქმეზე. მან ასევე აღნიშნა, რომ კონკრეტულ საქმეებზე საუბრის უფლებამოსილება პრეზიდენტსაც არ აქვს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო და მინისტრი კონკრეტულ საქმეებს არ იხილავს. საუბარი იყო ყველა რეფორმაზე, პროცესზე, რომელიც უკავშირდება ქვეყნის განვითარებასა და პროგრესს" , - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×