რეზონანსი
06.03.2017

 გარემოს ეროვნული სააგენტო კვირის განმავლობაში მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს ავრცელებს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, 6 - 11 მარტს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +18, +23 გრადუსი იქნება. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის თბილისში, შესაძლებელია მცირე წვიმა, დილის საათებში ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +9, +14 გრადუსი იქნება.

11 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან ქვეყნის დასავლეთ ნაწილში გაწვიმდება და აგრილდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×