რეზონანსი
06.03.2017

 „ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ვანო მერაბიშვილს შეხვდა. ბოკერია ე.წ. მატროსოვის ციხეში დაახლოებით 3 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი თქმით, ვანო მერაბიშვილთან ერთად „რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება განიხილა.

როგორც გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 8 მარტს ევროსასამართლოში ვანო მერაბიშვილის საქმის ზეპირ განხილვაზეც ისაუბრეს, სადაც პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„საკვანძო მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის ყველა თვალსაზრისით და კერძოდ, სტრასბურგში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ჩვენთვის, ერთადერთი გუნდისთვის, რომელსაც შეუძლია ქვეყანა ამ უმძიმესი კრიზისიდან გამოიყვანოს,მნიშვნელოვანია, რომ ევროპული ინსტიტუტები ეფექტურად გამოვიყენოთ. ამ საკითხთან დაკავშირებითაც გვქონდა დისკუსია-საუბარი" , - განაცხადა ბოკერიამ.

სტრასბურგის სასამართლოში ვანო მერაბიშვილის საქმე 8 მარტს განიხილება.სასამართლოში გასაჩივრებულია ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა. ევროპული სასამართლოს კოლეგიამ საქართველოს მთავრობის საჩივარი განხილვისთვის დასაშვებად ცნო.

ევროსასამართლომ „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა, რათა ევროსასამართლო საქმის შინაარსში გაერკვეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×