რეზონანსი
07.03.2017

 დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს ადვოკატები შეხვდებიან. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მამა გიორგის საქმის დამატებითი მასალები გადაეცემა,რომელსაც დაკავებული ადვოკატებთან ერთად გაეცნობა. შემდეგ დაცვის მხარე პოზიციების შეჯერებას შეძლებს.

დეკანოზის უფლებადამცველის თქმით, მამალაძე იქამდე ვერ დაიკითხება, სანამ პროკურატურისგან ოჯახის უსაფრთხოების გარანტიას არ მიიღებს. მისივე თქმით, დეკანოზის ოჯახი უკვე დაიკითხა და პროკურატურა ამასთან დაკავშირებით პოზიციას საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს.

„მამა გიორგი ე.წ. კრიტიკულ შეკითხვებს პასუხს მას შემდეგ გასცემს, რაც დარწმუნდება, რომ მისი ოჯახის უსაფრთხოება დაცულია" , - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×