რეზონანსი
07.03.2017

 თბილისში ყოველწლიური, ოთხდღიანი საერთაშორისო კონფერენცია, „ქალები პოლიციაში" გაიხსნა. ღონისძიებაში საქართველოს და 18 ქვეყნის, მათ შორის, პოლონეთის, საბერძნეთის, მოლდოვის და თურქეთის სახელმწიფოების წარმომადგენელი ქალი პოლიციელები მონაწილეობენ. კონფერენცია შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა გახსნა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დიდი ძალაა, რომ მის რიგებში, მამაკაცებთან ერთად, პროფესიონალი პოლიციელი ქალბატონები არიან. ეს დასავლური სტანდარტია, რომელსაც ვუფრთხილდებით და რომლითაც ვამაყობთ" , - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კონფერენცია „ქალები პოლიციაში", ყოველი წლის მარტში იმართება და სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლებას, პოლიციელთა რიგებში ქალის როლის წარმოჩენას და მათი მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×