რეზონანსი
07.03.2017

 დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ხუთი ახალი თანამშრომელი დაასახელა, მათ შორის კომუნიკაციების დირექტორად და თავის თანაშემწედ, მაიკლ დუბკე დანიშნა. საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას, თეთრი სახლის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„RIA"-ს ცნობით, თეთრის სახლის კომუნიკაციების დირექტორი პრეზიდენტის დღის წესრიგის შემუშავებასა და მიმდინარეობაზეა პასუხისმგებელი. გარდა ამისა, ის ქვეყნის მეთაურის სიტყვით გამოსვლების მომზადებას ხელმძღვანელობს.

რუსული გამოცემის ინფორმაციით, მაიკლ დუბკე კომპანია „Crossroads Media"-ის დამფუძნებელია, რომელიც „American Crossroads"-ის საქმიანობას აშუქებს. „American Crossroads"-ი „რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკური მოქმედებების კომიტეტია. როგორც სააგენტო წერს, ამერიკაში ასეთ ორგანიზაციებს პოლიტიკური ბრძოლისთვის თანხების მობილიზება ევალებათ.

დუბკეს შესაძლო დანიშვნის შესახებ ამერიკული მედია ჯერ კიდევ თებერვალში წერდა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპი თავისი პრესმდივნით, შონ სპაისერით იყო. სპაისერს კომუნიკაციების დირექტორის თანამდებობაც ეკავა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×