რეზონანსი
07.03.2017

 ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის 2 თვის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 32 ქვეყანაში 8 777 275 ბოთლი ღვინო არის ექსპორტირებული, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 94%-ით აღემატება.

„თებერვლის თვის მონაცემებით, ექსპორტის ტენდენცია არის მატებისკენ. ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ-ს და ასევე ტრადიციული ბაზრების მიმართულებით, სადაც მდგომარეობა დასტაბილურდა" , - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (5 717 289 ბოთლი), უკრაინა (859 756), ჩინეთი (832 552), ყაზახეთი (389 040) და პოლონეთი (312 650).

მთლიანობაში მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 40,1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება. 2016 წელს აღნიშნულმა შემოსავლებმა 20 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×