მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის შესახებ პრემიერის ინიციატივაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია კიდევ ერთხელ, პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ გააჟღერა.
მისი თქმით, მედიაომბუდსმენის შერჩევის და დანიშვნის პროცესში ხელისუფლების მონაწილეობა უნდა გამოირიცხოს, ასევე მედიაომბუდსმენის და სახალხო დამცველის კოორდინირებული მუშაობა აუცილებელია.
„დღეს, როდესაც ასე აქტიურად გვიწევს საუბარი მედიისა და ჟურნალისტების უფლებებზე, კარგი იქნება დაცვის მყარი მექანიზმების შემუშავება, თუნდაც მედიაომბუდსმენის სახით, თუმცა გასათვალისწინებელია ორი მთავარი ფაქტორი, მედიაომბუდსმენის შერჩევისა და დანიშვნის პროცესში მთლიანად უნდა გამოირიცხოს ხელისუფლების ნებისმიერი, ანუ ყველა შტოს მონაწილეობა და მნიშვნელოვანია, პროცესი იყოს სახალხო დამცველთან კოორდინაციაში" , - განაცხადა ეკა მიშველაძემ.