რეზონანსი
07.03.2017

 სტუდენტური გაერთიანება „აუდიტორია 115" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსს სავარაუდოდ დღეს, 20:00 საათზე დატოვებს.

სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, ლევან ლორთქიფანიძის განცხადებით, უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ ის ცვლილებები დაარეგისტრირა, რომელსაც „აუდიტორია 115" ითხოვდა.

„ჩვენ ახლა ვალაგებთ კორპუსს და თუ დღეს მოვასწრებთ, დავტოვებთ ტერიტორიას. თუმცა, ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა და ჩვენს სამომავლო გეგმებზე შემდეგ ვისაუბრებთ" , - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

პიკეტირების დასრულების შესახებ „EDU.ARIS.GE"-ის „აუდიტორია 115"-ის წევრმა, ნათია ქარჩილაძემაც დაუდასტურა.

„აუდიტორია 115"-მა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების მოთხოვნით, თსუ-ის მეექვსე კორპუსი 24 ნოემბერს დაიკავა. სტუდენტების მიერ მოთხოვნილი ცვლილებები პარლამენტში კანონპროექტის სახით დარეგისტრირდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×