რეზონანსი
07.03.2017

 10 მარტს გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ახალი პროექტის პრეზენტაციას გამართავს. პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, პროექტი კონსტიტუციური ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს .

„ამ კამპანიის მიზანია ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა საკუთარი მოსაზრებები დააფიქსიროს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ შეხედულებებს საჯაროს გახდის და იმედი გვაქვს, რომ ისინი მოსმენილი და გაზიარებული იქნება" , - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

პროექტის პრეზენტაციაზე მედია, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსი, პოლიტიკოსები და საკონსტიტუციო კომისიის წევრები არიან მიწვეულები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×