რეზონანსი
08.03.2017

 ევროპარლამენტში შემავალი ძირითადი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა გიორგი კვირიკაშვილს, ასევე ფედერიკა მოგერინის და ევროკომისიას, წერილით მიმართეს. ევროპელი კანონმდებლები მათი თქმით „რუსთავი 2"-ზე მიმდინარე ზეწოლის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

წერილის მიხედვით,ტელეკომპანიის საქმიანობაში ჩარევა და მედიაგარემოს დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი საქართველოს ევროკავშირთან ასოციირების გზაზე ხელს შეუშლის.

„არხის მფლობელების შეცვლა და აქედან გამომდინარე, ცვლილება მის სარედაქციო პოლიტიკაში, რაც „რუსთავი 2"-ს მთავრობისადმი მეგობრულად განწყობილ მორიგ მაუწყებლად გადააქცევს, სერიოზულად შეუშლის ხელს დემოკრატიის ხარისხსა და თავისუფალ მედიას საქართველოში" , - ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×