პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმის იურიდიულ სახელწოდებაზე გადაცემა "არჩევანის" ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ ფორმულირება „რუსთავი 2" საქართველოს წინააღმდეგ" მიუღებელია.
„საქმეს შეეცვალა სახელწოდება, თუ ეროვნულ დონეზე იურიდიულად მას ერქვა, „ქიბარ ხალვაში ყარამანიშვილების წინააღმდეგ", მას უკვე ქვია „ „რუსთავი 2" საქართველოს წინააღმდეგ". ჩვენი ვალდებულებაა,რომ დავიცვათ საქართველოს და ჩვენი ინსტიტუციების პრესტიჟი" , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ
პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ევროსასამართლოში საქმის განხილვა ფორმულირების მიხედვით ერთ-ერთი მხარის, საქართველოს სასარგებლოდ დასრულდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული იქნება საქართველო, რადგან სიმართლე მის მხარეს არის. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „რუსთავი 2"-ის მფლობელები უპირისპირდებიან საქართველოს და დღემდე ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა საქართველო" , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.