რეზონანსი
08.03.2017

 სამთვიანი ბლოკირების შემდეგ, „აუდიტორია 115"-მა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი დატოვა. სტუდენტებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ ის ცვლილებები დაარეგისტრირა, რომელსაც ითხოვდნენ.

„აუდიტორია 115"-ის წევრების თქმით, ცვლილებათა პაკეტის ძალაში შესვლის შემდეგ საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტებს პირდაპირი წესით აირჩევენ. სტუდენტებს თანაბარი წვდომის უფლება ექნებათ უნივერსიტეტის ფინანსებზე და თავად გადაწყვეტენ, თუ რა ტიპის უნდა იყოს სტუდენტური თვითმმართველობა.

„აუდიტორია 115"-მა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების მოთხოვნით, თსუ-ის მეექვსე კორპუსი 24 ნოემბერს დაიკავა. სტუდენტების მიერ მოთხოვნილი ცვლილებები პარლამენტში კანონპროექტის სახით დარეგისტრირდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×