რეზონანსი
08.03.2017

 „Le Figaro"-ს ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატს დაურეგისტრირებელი კრედიტი აქვს. ჟურნალისტების ცნობით, 2013 წელს ფრანსუა ფიიონმა ერთ-ერთი ბიზნესმენისგან 50 ათასი ევროს ოდენობით უპროცენტო ვალი აიღო და ეს თანხა საგადასახადო დეკლარაციაში არ მიუთითა.

პრეზიდენტობის კანდიდატის ადვოკატი აცხადებს, რომ ფიიონმა ეს ვალი წლების წინ დაფარა. თავად პოლიტიკოსს სკანდალურ პუბლიკაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ის წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს.

მორიგი შეხვედრა ამომრჩევლებთან ფიიონმა ორლეანში გამართა და განაცხადა, რომ მოგონილი ფინანსური სკანდალის გამო, რომელიც მისი მეუღლის დასაქმებას ეხება, არ დანებდება და ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს.

საფრანგეთის პროკურატურამ ფრანსუა ფიიონის ოჯახის ფინანსური მაქინაციების შესახებ გამოძიება 25 თებერვალს დაიწყო. საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ოჯახის წევრებს ბრალად საბიუჯეტო სახსრების მითვისება, საზოგადოებრივი ქონებისა და გავლენის არამიზნობრივი გამოყენება ედებათ. პრეზიდენტობის კანდიდატი ბრალს არ აღიარებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×