რეზონანსი
08.03.2017

 ამ თემასთან დაკავშირებით დღეს ოპოზიციურმა პარტიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა. „ევროპული საქართველოს" წევრების განცხადებით, გადაწყვეტილება, რომელიც მგზავრობის ფასის გაძვირებას უკავშირდება, მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგია.

ოპოზიციური პარტია დედაქალაქის მთავრობას მოუწოდებს, რომ მგზავრობის ფასის მატების შემთხვევაში, საზოგადოების კონკრეტული ჯგუფებისთვის სუბსიდირება მოახდინოს. ოპოზიციის საპასუხო განცხადება თბილისის მერმაც გააკეთა.

დავით ნარმანია არ უარყოფს, რომ ტარიფი ნამდვილად ძვირდება, თუმცა, მისივე განმარტებით, ფასის მატება 10 თეთრით მხოლოდ იმ სამარშრუტო ხაზებს შეეხება, რომელთა მგზავრობის საფასური 40 თეთრს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×