რეზონანსი
08.03.2017

 7 მარტს, აშშ-ის სენატში გაიმართა მოსმენა თემაზე: „რუსეთის პოლიტიკა და მიზნები ცალკეული ევროპული ქვეყნების მიმართ". სენატის წინაშე მოხსენება აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ გააკეთა.

საქართველოს ელჩმა სენატორებს საქართველოში რუსული ინტერვენციისა და ოკუპაციის ისტორია შეახსენა და შედეგები დეტალურად გააცნო. დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსული მზარდი აგრესიის ადრეული ნიშნები სამწუხაროდ თავის დროზე ადეკვატურად ვერ შეაფასა.

ელჩმა სენატორებს შეახსენა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ მავთულხლართი ქვეყნის შუაგულში თითქმის 100 კილომეტრზეა გაჭიმული. დავით ბაქრაძემ ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს საქართველოს მიმართ მაღალი ინტერესისა და ოკუპაციის ხაზთან მათი ხშირი ვიზიტების გამო მადლობა გადაუხადა.

„გვჯერა ახალი ადმინისტრაცია განავითარებს მრავლისმომცველ და გრძელვადიან სტრატეგიას რეგიონთან და საქართველოსთან მიმართებაში, რაც კიდევ ერთხელ განამტკიცებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, ვაჭრობის, ინვესტიციების მიმართულებით, ხელს შეუწყობს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის განხორციელებას, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას" , - განაცხადა დავით ბაქრაძემ სენატის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში აშშ-ისთვის ყველაზე საიმედო დემოკრატიული მოკავშირეა და იმედი გამოთქვა,რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×